ციურიხის პოლიციამ მომიტინგეების დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა

შვეიცარიაში, საპროტესტო აქციაზე, სადაც დავოსში მიმდინარე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმს აპროტესტებდნენ, მომიტინგეებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოლიციამ აქციის დასაშლელად რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 3 ადამიანი, შეტაკების შედეგად დაშავებული პოლიციელი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

საპროტესტო აქციაში მონაწილეობა რამდენიმე ასეულმა ადამიანმა მიიღო, მომიტინგეები მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მონაწილე ბიზნეს და პოლიტიკურ ლიდერთა გამოსვლებს აპროტესტებდნენ. გარდა ამის, ისინი მათ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ უფრო ეფექტური ბრძოლისკენაც მოუწოდებდნენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა