ბადრი ჯაფარიძე - კონგრესმენები პირდაპირ ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ’’ პოლიტიკურ სამიზნედ აირჩია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

განცხადებაში გამოთქმულია შეშფოთება იმ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის გამო, რომელსაც აწარმოებს ,,ქართული ოცნების’’ ლიდერი და მის მიერ მართვადი პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ, - ასე აფასებს პოლიტიკური გაერთიანება ,,ლელო საქართველოსთვის’’ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე კონგრესმენების მორიგ წერილს.

ჯაფარიძის თქმით, კონგრესმენები განცხადებებს არ აკეთებენ, თუ საკითხი სიღრმისეულად არ აქვთ შესწავლილი.

„ეს არის ოთხი უაღრესად გავლენიანი კონგრესმენის მიერ ხელმოწერილი წერილი. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სიღრმისეულად იცნობენ საქართველოში მიმდინარე პროცესებს, განსხვავებით ,,ქართული ოცნების’’ ე.წ. ცნობადი სახეებისგან. ისინი განცხადებას არ აკეთებენ, თუ ბოლომდე არ აქვთ შესწავლილი ესა თუ ის საკითხი. ამ განცხადებაში პირდაპირ ხაზგასმულად არის აღნიშნული და გამოთქმულია დიდი შეშფოთება იმ აღვირახსნილი პოლიტიკური დევნის გამო, რომელსაც აწარმოებს ,,ქართული ოცნების’’ ლიდერი და მის მიერ მართვადი პროკურატურა და სასამართლო პოლიტიკური ოპონენტების მიმართ. ასევე, პირდაპირ არის ნათქვამი, რომ „ქართულმა ოცნებამ’’ პოლიტიკურ სამიზნედ აირჩია ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ამას გადააყოლა ამერიკული ინვესტიციების შემოდინება ქვეყანაში. ყველაფერი ეს კონგრესმენების დასკვნით აძლიერებს პუტინის ზეგავლენას რეგიონში. ამ მნიშვნელოვანი წერილიდან დასკვნა არის ერთი, რომ „ქართული ოცნების’’ და მისი ლიდერის მიერ განხორციელებული ქმედებები არის ქვეყნის საზიანოდ მიმართული“, - ბადრი ჯაფარიძემ.

"ქართული ოცნების" მიერ აშშ-ის მხარდაჭერილ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმში“ პოლიტიკურმა ჩარევამ ამერიკული კომპანიების პროექტში ჩართვისთვის ხელის შეშლა გამოიწვია, - ამის შესახებ ოთხი კონგრესმენის – ადამ კინზინგერის, ელიოტ ენგელის, გერი კონოლის და მაიკლ მაკკოლის წერილშია აღნიშნული, რომლითაც ისინი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას მიმართავენ.

როგორც კონგრესმენები საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილ წერილში აღნიშნავენ, სამწუხაროდ, ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს საქართველოში ამერიკული და ევროპული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემცირებაზე, რადგან კომპანიების მიმართ ადგილი ჰქონდა ზეწოლას, რაც უარყოფითად აისახა მათ ბიზნეს საქმიანობაზე.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო