ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული

2019 წელს საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის რაოდენობას 9%-ით აღემატება და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 240 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 17%-ით მეტია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: პოლონეთი - 17% (4114972 ბოთლი), ჩინეთი - 2% (7089259 ბოთლი), აშშ - 48% (678148 ბოთლი) და დიდი ბრიტანეთი - 60% (168307 ბოთლი).

„ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა - 45% (708408 ბოთლი), გერმანია - 40% (671 453 ბოთლი), ბელარუსი - 74% (2787065 ბოთლი), ისრაელი - 80% (324700 ბოთლი), ესტონეთი - 20% (693248 ბოთლი), რუსეთი - 9% (58384540 ბოთლი), მოლდოვა - 8738% (625724 ბოთლი), ნიდერლანდები - 17% (96464 ბოთლი), ჩეხეთი - 34% (83136 ბოთლი), შვედეთი - 636% (92214 ბოთლი), ბულგარეთი - 30% (34734 ბოთლი), მონღოლეთი - 40% (297576 ბოთლი) და ა.შ.

2019 წელს სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 341-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 25 ქვეყანაში ექსპორტირებულია 31,6 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 58%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 68 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 67%). მსოფლიოს 28 ქვეყანაში ექსპორტირებულია 625 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 48% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,7 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 38%).

დაცული ადგილწარმოშობის ღვინოებიდან ყველაზე დიდი რაოდენობით ექსპორტირებულია „ქინძმარაული“ – 17418683 ბოთლი, შემდეგ მოდის: „მუკუზანი“ – 5160309 ბოთლი, „წინანდალი“ – 4407563 ბოთლი , „ახაშენი“ – 1577823 ბოთლი , „ხვანჭკარა“ – 1011887 ბოთლი, „ტვიში“ – 298509 ბოთლი და ა.შ.

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 345 მლნ აშშ დოლარი, რაც 15%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
ზურაბ ბატიაშვილი - ხელისუფლებას აქვს მარტივი არჩევანი - ან დასავლეთთან ერთად ან დასავლეთის წინააღმდეგ, ამ არჩევანში თუ დასავლეთის და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წავლენ, ხელისუფლებას მალევე დაკარგავენ
იურიდიული პირები პროკრედიტ ბანკში ანგარიშებს დისტანციურად გახსნიან
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს