ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა, რის შედეგად აშშ-ის სამი მოქალაქე დაიღუპა

ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად აშშ-ის სამი მოქალაქე დაიღუპა. ამის შესახებ „ბიბისი“ იტყობინება. გავრცელებული ცნობით, დიდი ზომის სახანძრო თვითმფრინავი, რომელიც ხანძრის ჩაქრობის ოპერაციაში იყო ჩართული, ახალი სამხრეთ უელსის შტატში ადგილობრივი დროით 13:30 საათზე ეკიპაჟის წევრებთან ერთად დაიკარგა. ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლის ინფორმაციით, ლაინერი დედაქალაქ კანბერადან ორი საათის სავალზე მთებში ჩამოვარდა.

კატასტროფის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ასევე არ არის ცნობილი დაღუპულთა ვინაობა. როგორც სახანძრო სამსახურში აცხადებენ, ამერიკელი მეხანძრეები ავსტრალიაში ხანძართან ბრძოლის ოპერაციაში მონაწილეობის მიზნით ჩავიდნენ.

შეგახსენებთ, ავსტრალიაში ცეცხლის ასობით კერას სექტემბრის შემდეგ ებრძვიან. სტიქიას ამ დრომდე ათობით ადამიანი შეეწირა.

იხილეთ ვიდეო: ავსტრალიაში სახანძრო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად აშშ-ის სამი მოქალაქე დაიღუპა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს