ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ახალ კორონავირუსზე - მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე

ჯანდაცვის სამინისტროში ჩინეთში გავრცელებული ახალი კორონავურუსის საკითხზე შეხვედრა იმართება. შეხვედრას, რომელიც დახურულ ფორმატში მიმდინარეობდა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლის ცენტრის, ასევე საგანგებო მდგომარეობათა ცენტრის წარმომადგენლები ესწრებდნენ.

შეხვედრაზე იმსჯელებენ შესაძლო საფრთხეების თაობაზე, რომელიც ვირუსის შესაძლო გლობალურმა გავრცელებამ შეიძლება გამოიწვიოს. ასევე, შეჯერდებიან ერთიან სამოქმედო გეგმაზე, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ქვეყანამ საფრთხის არსებობის შემთხვევაში.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში ამ საკითხზე შეხვედრა გაიმართა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილება ახალ სამოქმედო ეტაპებთან დაკავშირებით მიღებული არ არის.

„მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა, არა საგანგაშო, ამდენად ჩვენ დღეს აქცენტს ვაკეთებთ საინფორმაციო კამპანიაზე, სასაზღვრო ზონაში მნიშვნელოვანია იყოს ბანერები და ფლაიერები იმ ინფორმაციით, თუ როგორ უნდა მოიქცეს მოგზაური, რომელიც ქვეყანაში შემოდის ჩინეთიდან, თუ მას აღმოაჩნდება ამ ინფექციასთან დაკავშირებული სავარაუდო სიმპტომები. მითითებული იქნება ცხელი ხაზის ნომრები, რომ დროულად მიიღონ ინფორმაცია, თუ როგორ მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. მოხდება ცხელი ხაზის და სასწრაფო დახმარების თანამშრომელთა მომზადება, რომ მათ გამოიკითხონ მოგზაურობის ისტორია, ასევე, მოხდება ზოგადი სამედიცინო ქსელის ინფორმირება, თუ მათთან შემოვიდა პაციენტი ჩინეთის კონკრეტულ რეგიონებში მოგზაურობის ისტორიით,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

შეგახსენებთ, ჩინეთის ხელისუფლების ინფორმაციით, ქვეყანაში ვირუსით დაავადების 571 შემთხვევა დადასტურდა, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 17-ს მიაღწია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა