გაერო-ს გენერალური მდივანი - მე ვხედავ აპოკალიფსის ოთხ ცხენოსანს - ჩვენი პლანეტა იწვის!

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტიერეშმა მსოფლიოში არსებული ვითარება აპოკალიფსის ოთხ ცხენოსანს შეადარა. მისი თქმით, მსოფლიოს 7,7 მილიარდიანი მოსახლეობა ეგზისტენციალური საფრთხეების წინაშე დგას, რასაც გეოპოლიტიკური დაძაბულობა, კლიმატის კრიზისი, გლობალური უნდობლობა და ტექნოლოგიების ბნელი მხარეები იწვევს.

„მე ვხედავ ოთხ ცხენოსანს ჩვენს შორის - ოთხი უახლოესი საფრთხე, რომელიც საფრთხეს უქმნის 21-ე საუკუნის პროგრესსა და შესაძლებლობებს. დამანგრეველი კონფლიქტები გაღატაკებას იწვევს. ტერორისტულმა შეტევებმა უმოწყალო სიკვდილიანობა გამოიწვია. იზრდება ბირთვული საფრთხე. მეტი და მეტი ადამიანი ომის შემდეგ იძულებული ხდება საკუთარი სახლები ომისა და დევნის გამო დატოვოს“,- განაცხადა გუტიერეშმა.

მან ყურადღება „კლიმატის კრიზისის ეგზისტენციალურ საფრთხეებზეც“ გაამახვილა და განაცხადა, რომ ეფექტური თანამშრომლობის გარეშე, უმნიშვნელოვანესი პრობლემების გადაწყვეტა ვერ მოხდება.

„მეცნიერები გვეუბნებიან, რომ ოკეანის ტემპერატურა ახლა იმატებს, რაც წამში ხუთი ჰიროშიმას ბომბის ეკვივალენტია. მილიონობით სახეობა გადაშენების პირასაა. ჩვენი პლანეტა იწვის!“,-განაცხადა გუტიერეშმა.

ცნობისთვის, ბიბლიის მიხედვით ოთხი ცხენოსანი ეპიდემიას, ომს, შიმშილს და სიკვდილს აღნიშნავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო