დავით ჭიჭინაძე - „ნაცმოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს“

„ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს“, - განაცხადა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ.

მისივე შეფასებით, „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნებისგან“ არაფრით განსხვავდება.

„ნაციონალური მოძრაობა“ ჯერ ხელისუფლებაში არ მოსულა და უკვე აცხადებს, პროპორციული სისტემა ჩემი მონაპოვარიაო, „ქართული ოცნება“ კი, ხელისუფლებაში თავის დარჩენას ქვეყნის გადარჩენას ეძახის. მოკლედ, „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით მჯდომი ოპოზიცია უნდა დაფიქრდეს, რომ ეს ძალა მათ ყოველთვის „გადააგდებს“. თანაც, ის „ქართული ოცნებისგან“ არც არაფრით განსხვავდება. ამიტომ ვამბობ, რომ ეს დიფუზიაა, ქიმიური პროცესი. „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად შესისხლხორცდნენ. ჩვენ ამ კომედიას ვუყურებთ“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა