დავით ჭიჭინაძე - ისღა დარჩენიათ ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და „ოცნების“ წევრების გამონათქვამი კომკავშირელთა გამონათქვამების იდენტური იქნება

ისღა დარჩენიათ ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათი გამონათქვამი საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამების იდენტური იქნება, - ასე შეაფასა დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ „ქართული ოცნების“ წევრების რეაქცია კონგრესმენების წერილზე.

მისივე შეფასებით, როდესაც უცხოელი ბიზნესმენი ნახავს, რომ საქართველოზე ყველა ჟურნალ-გაზეთში ცუდი იწერება და წაიკითხავს, რომ საქართველოში მდგომარეობა გაუარესდა, ქვეყანაში ფულის ჩადებაზე აღარავინ იფიქრებს .

„ჩვენი ეკონომიკა არ არის მდგრადი ეკონომიკა, ძალიან მოწყვლადია და სწორედ ამ გარე შეფასებებზეა დამოკიდებული. აი ამიტომ არის ამ ნაწილშია მათი შეფასებები მნიშვნელოვანი. ახლა კი, კონგრესმენების, სენატორების წერილებს შეიძლება მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტების გადაწყვეტილებები, რომ ქვეყანაში არასტაბილური ეკონომიკური ვითარებაა. და „ოცნების“ ეს ახალგაზრდები რომ გამოდიან და კონგრესმენების განცხადებებზე გაუგონარ რაღაცებს ამბობენ, ბარემ, ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. ისე, ვენესუელას ლიდერი, მადუროც ასეა. მოკლედ, „მოყვარეს პირში უძრახეო“, ქართველების ნათქვამია, ამერიკელების არა და როდესაც რაღაცაზე მიგითითებენ, უნდა გაითვალისწინო“, - განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა