ირაკლი ზარქუა - 2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა

2020 წელს დედაქალაქისთვის მილიარდ ნახევარი დაიხარჯება, რაც უპრეცედენტო და რეკორდული თანხაა, - ამის შესახებ საკრებულოს წევრმა, ირაკლი ზარქუამ დღევანდელ ბრიფინზე განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტს.

„მომავალი წლის ბიუჯეტი, რომელზეც ვამბობდით, რომ იქნებოდა გაცილებით მეტი და ის აცდებოდა ყველა აქამდე არსებულ ბიუჯეტს დედაქალაქის ისტორიაში, ეს დღეც მოვიდა. ანუ დედაქალაქისთვის 2020-ში დაიხარჯება მილიარდ ნახევარი ლარი, რაც ნიშნავს მეტ ინფრასტრუქტურილ პროექტებს", - აღნიშნა ზარქუამ.

ბიუჯეტის შესახებ ისაუბრა ქონების მართვისა და საფინანსო საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ოთარ გრიგოლიამ.

„2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი გაიზარდა მილიარდ ხუთას მილიონამდე, რაც არის უპრეცედენტო რიცხვი თბილისის ისტორიაში. ჩვენი უკანასკნელი დათვლებით ამ ციფრზე გავედით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი. ძირითადად ეს შემოსულებები არის გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილის ზრდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ რასაც ველოდით, იმაზე მეტი შემოვიდა ბიუჯეტში, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ქალაქში ეკონომიკური აქტივობაა გაზრდილი და შესაბამისად, ეს აისახა ბიუჯეტის შემოსულობებზე. მეორე ნაწილი, ეს არის „იბიარდის" სესხი. მოგეხსენებათ, რომ 80 მილიონის ევროს სესხს იღებს თბილისის მუნიციპალიტეტი იმისთვის, რომ ჩვენ დამატებით ავტობუსები შემოვიყვანოთ ქალაქში და ვფიქობთ, რომ ამ ოპერაციის შემდეგ, მნიშვნელოვნად გაიზრდება ავტობუსების რაოდენობა და ჩანაცვლება პრაქტიკულად ის ძველი ამორტიზებული ავტობუსები. გაზრდილი ბიუჯეტი შესაბამისად, ნიშნავს, უფრო მეტ ინფრასტუქტურულ პროექტებს. შესაბამისად, ნიშნავს უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიას და ნიშნავს უფრო მეტ სოციალურ პროგრამებს“, - განაცხადა გრიგოლიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს