ოთარ გრიგოლია - 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება

საკრებულოს 2020 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი მილიარდ 500 მილიონ ლარამდე იზრდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ ოთარ გრიგოლიამ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა. საკრებულოს წევრის ინფორმაციით, ეს თბილისის ისტორიაში უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვია.

„ბიუჯეტის ზრდა განპირობებულია რამდენიმე ფაქტორით. პირველი არის ის, რომ ქონების გადასახადებიდან შემოსული თანხების საპროგნოზო ნაწილი მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაც იმას ნიშნავს, რომ გაიზარდა კომერციული ორგანიზაციების შემოსავლები და ეკონომიკური აქტივობა ქალაქში. შესაბამისად, ეს ბიუჯეტის შემოსულობებზე აისახა.

მეორე ეს არის EBRD-ის სესხი 80 მილიონი ევროს ოდენობით. ამ თანხას თბილისის მუნიციპალიტეტი დამატებით ავტობუსების შემოყვანისთვის დახარჯავს და ქალაქში ძველი, ამორტიზებული ტრანსპორტი ჩანაცვლდება“,- განაცხადა ოთარ გრიგოლიამ.

საკრებულოს ქონების მართვის და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი ნიშნავს უფრო მეტ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, უფრო მეტ გამწვანებულ ტერიტორიებს, გაზრდილ სოციალურ პროგრამებს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება და დინამიური გახდება. ბიუჯეტის ასეთი ზრდა უპრეცენდენტო მოვლენაა“,- აღნიშნა ოთარ გრიგოლიამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო