სულხან სალაძე კონგრესმენების წერილზე - არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უყურებს ხელისუფლება, მაგრამ ყოველი მომდევნო განცხადება უფრო მკვეთრი ხდება

არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უყურებს ხელისუფლება, მაგრამ ამ განცხადებებს დინამიკაში თუ შევხედავთ, ყოველი მომდევნო განცხადება უფრო მკვეთრი ხდება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე სულხან სალაძემ ამერიკელი კონგრესმენების მიერ ხელისუფლებისთვის გაგზავნილ წერილთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით რეალურ რეფორმებს გაატარებს, ეს სიტუაციის ნორმალიზებას შეუწყობს ხელს.

“არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უყურებს ხელისუფლება, მაგრამ თუ შევხედავთ დინამიკაში ამ განცხადებებს, ყოველი მომდევნო განცხადება უფრო მკვეთრი ხდება და უფრო მეტ კონკრეტიკას შეიცავს. მე ვფიქრობ, რომ არჩევნების მოახლეობასთან ერთად ამ განცხადებების პათოსი და კრიტიკა გაიზრდება, თუ ხელისუფლება რეალურ რეფორმებს გაატარებს, მათ შორის საარჩევნო კანონმდებლობასთან, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ცხადია, ეს შეუწყობს ხელს ნდობის აღდგენას, პოლიტიკური პროცესების პარლამენტში გადატანას და არა ქუჩაში, ასე რომ, ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა, რას აირჩევს - დაძაბულობასა და მუდმივ დაპირისპირებას ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის, თუ პროცესს, რომელიც მშვიდობიანად მიგვიყვანს არჩევნებამდე”, - განაცხადა სალაძემ.

მისივე განცხადებით, ამ პროცესში ორივე მხარემ - მმართველ გუნდმაც და ოპოზიციამაც უნდა გამონახოს გამოსავალი.

“ამ პროცესში ორივე მხარემ უნდა მოძებნოს გამოსავალი და რეალურად გადაწყვეტილება უნდა მიიღონ სამართლიანი საარჩევნო სისტემის სასარგებლოდ და ქვეყანა არ უნდა გადააყოლონ პირად ამბიციებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ამ პროცესში ორივე მხარეს ჰქონდეს დიალოგი, თუმცა ეს შეხვედრები მუდმივად ვერ გაგრძელდება, ცხადია, ისე შედიან და გამოდიან შეხვედრებზე, რაც შეაქვთ, ის გამოაქვთ, როგორც ოპოზიციას, ისე პოზიციას”, - აღნიშნა სალაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა