პროკურორის განცხადებით, გუგა ბარბაქაძის და გიორგი ჯანაშიას  მიერ მიცემული ჩვენება არ ეწინააღმდეგება მათი მხრიდან მანამდე მიცემულ ჩვენებებს და თანმიმდევრულია

პროკურორ ბესიკ ქვარცხავას განცხადებით, მსჯავრდებულების გუგა ბარბაქაძის და გიორგი ჯანაშიას მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია და ჩვენება არ ეწინააღმდეგება მათი მხრიდან მანამდე მიცემულ ჩვენებებს, ეს ჩვენებები თანმიმდევრულია, ერთმანეთთან თავსებადია და ისინი პირდაპირ ამხელენ მიხეილ კალანდიას. როგორც პროკურორმა ბესიკ ქვარცხავამ სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა, მიხეილ კალანდიას სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა გრძელდება და დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა მოხდება.

„ვიკვლევთ ბრალდების მხარის მტკიცებულებებს. დაგეგმილია, რომ დღევანდელ სხდომაზე დაიკითხონ ექსპერტები და ასევე დაიკითხოს დანაშაულის ადგილზე მყოფი ერთ-ერთი არასრულწლოვანი მოწმე. ვინაიდან საქმე ეხება არასრულწლოვანს, თავს შევიკავებ პერსონალური ინფორმაციის გაჟღერებისგან, ის უშუალოდ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე და მონაწილეობდა კონფლიქტში. ცალსახად განვმარტავთ, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეები ადასტურებენ გარკვეულ მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის, სასამართლო პროცესზე დაიკითხნენ მოცემულ სისხლის სამართლებრივ საქმეზე მსჯავრდებული პირები, კერძოდ, გ.ჯ და გ.ბ, რომლებმაც მისცეს მამხილებელი ჩვენება ბრალდებულ მ.კ-ს წინააღმდეგ. ხოლო რაც შეეხება სხვა სპეკულაციებს ამ საკითხის ირგვლივ, ბუნებრივია, ამ თემაში ჩვენ შერგნებულად არ შევალთ, გამომდინარე იქიდან, რომ დაცვის მხარის ის განცხადებები, რომელიც მედიით გავრცელდა, სცდება ყველანაირ სამართლებრივ ლოგიკას“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

ჟურნალისტების შეკითხვაზე, როდის იტყუებოდა პროკურატურა, ადრე როდესაც ამტკიცებდა, რომ გ.ბ და გ.ჯ ამბობდნენ, რომ არ დაუნახავთ, რომ რამე ეჭირა კალანდიას და დაარტყა სარალიძეს, თუ ახლა, როცა ამბობს, რომ მათ დაინახეს, რომ კალანდიას ეჭირა ბასრი საგანი და ურტყავდა სარალიძეს, საქმის პროკურორმა უპასუხა, რომ მისი კოლეგების განცხადებებს ამ საკითხთან დაკავშირებით არ იცნობს.

„მე პირადად არ ვიცნობ რომელიმე სხვა ჩემი კოლეგის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უშუალოდ გ.ბ-სთან და გ.ჯ-სთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე, მე არ ვიქნები კორექტული რომ შევაფასო სხვა პირის მხრიდან გაკეთებული განცხადებები,“- განაცხადა ბესიკ ქვარცხავამ.

მიხაილო სამუსი - უკრაინა კიევის კაშხლის დაბომბვის თავიდან აცილებას შეძლებს!
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2023
ანდრო გოცირიძე - რუსული სპეცსამსახური საქართველოში ახორციელებს საოკუპაციო რეჟიმს, მასთან ურთიერთობა პოზიტიურ ჭრილში გამორიცხულია
სილქნეტის პაკეტი Gamer - თამაშობ შეუფერხებლად, დაბალი პინგით, გაუმჯობესებული პარამეტრებით
„სმარტ კაპიტალი“ თბილისს შემოგარენის განაშენიანების ახალ პროექტს სთავაზობს
რეიტინგული ტელეარხების საუკეთესო შეთავაზებით დიჯიტალ ტვ განვითარებას აგრძელებს
„სილქნეტის“ ახალი ნომრის გააქტიურება და ქსელში ჩართვა „სმარტის“ მარკეტებში შეგეძლებათ
თბილისში, სააკაძის მოედანზე „ქეი ეფ სის“ ახალი რესტორანი გაიხსნა