ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, იუსტიციის საბჭო დამოუკიდებელ ინსპექტორად მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით აღჭურვილ ადამიანს შეარჩევს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი აცხადებს, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო დამოუკიდებელ ინსპექტორად შეარჩევს ადამიანს, რომელიც მიხეილ ჩინჩალაძის ნდობით არის აღჭურვილი.

როგორც ჯანეზაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, სიაში ამოიკითხა რამდენიმე ადამიანი, რომელსაც ჩინჩალაძესთან „მეგობრობის, მუშაობის და მონობის გამოცდილება” აქვს.

„დღეს არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უნდა მიიღოს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება - 5 წლის ვადით თანამდებობაზე უნდა აირჩიოს დამოუკიდებელი ინსპექტორი. ეს არის პირი, რომელიც აწარმოებს მთავარ მოკვლევას მოსამართლეთა დისციპლინურ გადაცდომებთან დაკავშირებით, პირველად ეტაპზე. ამ თანამდებობაზე იყო ახლა უკვე უზენაესის მოქმედი მოსამართლე ქეთევან ცინცაძე, რომელიც ჩინჩალაძის მარჯვენა ხელი იყო და დარწმუნებული ვარ, რომ დღესაც აირჩევენ ისეთ ადამიანს, რომელიც იქნება ჩინჩალაძის მიერ ნდობით აღჭურვილი, ვინაიდან სია არის 8-კაციანი და ამ სიაში ამოვიკითხე მინიმუმ სამი ადამინი, რომელსაც აქვს ჩინჩალაძესთან მეგობრობის, მუშაობის და მონობის გამოცდილება”, - განაცხადა ჯანეზაშვილმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
სილქნეტი განცხადებას ავრცელებს (R)