საგარეო უწყება - ნატო-საქართველოს კომისიამ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულებას მაღალი შეფასება მისცა და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გამო შეშფოთება გამოთქვა

ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში მუდმივი წარმომადგენლების დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა, სადაც მხარეებმა საქართველოს 2019 წლის წლიური ეროვნული პროგრამის შეფასების დოკუმენტი და კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირებისა და შერიგების საკითხები განიხილეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე ქართულ მხარეს წარმოადგენდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ქეთევან ციხელაშვილი.

სხდომის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს მიაწოდა ინფორმაცია იმ რეფორმების შესახებ, რაც წლიური ეროვნული პროგრამის 2019 წლის დოკუმენტით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში განხორციელდა და ხაზი გაუსვა ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესს. შეხვედრაზე მოკავშირეების მხრიდან უაღრესად პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს მიერ წლიური ეროვნული პროგრამის შესრულება, ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული, ეკონომიკისა და თავდაცვის სექტორის რეფორმები.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული უსაფრთხოების გარემოს და რუსეთის ფედერაციის დესტრუქციული ქმედებებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რეგიონებში; მოკავშირეების მხრიდან შეშფოთება გამოითქვა მცოცავი ოკუპაციისა და აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების გამო.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე საუბარი ასევე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის დინამიკას შეეხო.

„კერძოდ, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, როგორც პოლიტიკურ ასევე პრაქტიკულ განზომილებაზე. მოკავშირეთა მიერ აღინიშნა, რომ ალიანსი ერთგული რჩება 10 წლის წინ, ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებისა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. ამავდროულად, ხაზი გაესვა, რომ საქართველოს გააჩნია ყველა პრაქტიკული მექანიზმი ალიანსში გაწევრიანებულად. მხარეებმა იმსჯელეს ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგის გაღრმავებისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კუთხით მიღწეული ხელშესახები პროგრესის შესახებ, ხაზი გაესვა 2019 წელს ნატო-საქართველოს თანამშრომლობის განსაკუთრებულ დინამიკას და დასახეს სამომავლო გეგმები. ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოში გატარებულ რეფორმებსა და გადადგმულ ნაბიჯებზე საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სტანდარტებით ჩატარებით უზრუნველყოფის, უსაფრთხოების სექტორზე პარლამენტის საზედამხედველო როლის გაზრდის, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განმტკიცების, მართლმსაჯულების რეფორმის განხორციელების მიმართულებით. ნატო-საქართველოს კომისიის სხდომის დაწყებამდე საქართველოს დელეგაციამ შეხვედრა გამართა ნატოს-ს გენერალური მდივნის მოადგილე მირჩა ჯეონასთან. ხსენებულ შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის, რეგიონული უსაფრთხოებისა და ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების პროცესთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, განისაზღვრა თანამშრომლობის სამომავლო პრიორიტეტები“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა