მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე - მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მირზა სუბელიანის შვილს კითხავენ, ხმაურია. დაპირისპირება მიხეილ კალანდიასა და ზაზა სარალიძეს შორის მოხდა. კერძოდ, მოწმის დაკითხვისას პროტესტის ნიშნად დარბაზი დატოვა ზაზა სარალიძემ.

„დანარჩენი ბატონო ზურაბ თქვენზეა, საკმარისი იყო ჩემთვის ეს ჩვენება", - მიმართა ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას ადვოკატს ზურაბ თოდუას.

აღნიშნულს დარბაზში მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიასა და ძმის, ლუკა კალანდიას მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა. ისინი დარბაზიდან ზაზა სარალიძეს გაეკიდნენ.

“მკვდარ შვილს ჰყიდის და მე რას მიზამს? თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე, ქორვაჭარი!“ - განაცხადა მიხეილ კალანდიას მამამ.

"მე მაგას კაცად არ ვთლი! ხელებს რომ აბრახუნებს და სპექტაკლებს დგამს, უნიჭო მსახიობია... თქვენ ვერ ატყობთ, ვერ ხედავთ? ჩალითაა ქვეყანა დახურული და ვერ ატყობთ რომ ქორვაჭარია? ვინც მეტ ფულს უხდის, იმისკენ რომ არის, ვერ ხედავთ?“ - განუცხადა მიხეილ კალანდიას მამამ ჟურნალისტებს.

სიტუაციის განმუხტვა მანდატურების ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.

იხილეთ ვიდეო: "თავისი შვილის სულს ყიდის ყოველდღე" - მიხეილ კალანდიას მამა ზაზა სარალიძეზე

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს