ადვოკატის განცხადებით, გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე დაცვის მხარის ჩვენებამ ბრალდების მხარის ჩვენებები გააბათილა

ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებით, გიგი უგულავასა და ალექსანდრე გოგოხიას საქმეზე დაცვის მხარის ჩვენებამ ბრალდების მხარის ჩვენებები გააბათილა. მისივე განცხადებით, დაცვის მხარე კვლავ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც გააბათილებს ბრალდების მხარის ცრუ ჩვენებას”.

„დაცვის მხარის მოწმემ დაადასტურა, რომ გიორგი კაპანაძის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებილი ინფორმაცია არ არის სანდო და დაადასტურა, რომ გიორგი კაპანაძემ თავის ჩვენებაში არაერთხელ მოიტყუა. აქედან გამომდინარე, მაშინ, როდესაც დაცვის მხარემ უკვე წარმოადგინა ორი პირი, ვინც აბათილებს კაპანაძის ჩვენებას, დაცვის მხარე კვლავ წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომელიც გააბათილებს გიორგი კაპანაძის ცრუ ჩვენებას. ამ საქმეზე გონივრულ, სამართლიან პირობებში აუცილებლად მისაღები იქნება გამამართლებელი განაჩენი, თუმცა, ჩვენ ამავდროულად ვიცით ბიძინა ივანიშვილის განცხადებები, რომ დაჭერები გაგრძელდება და ჩვენ ვიცით, რა კონტექსტში მიმდინარეობს სასამართლო განხილვები ამ და სხვა საქმეებზე. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, რომ პროკურატურა მაქსიმალურად შეეცდება ამ საქმის შედეგით მაქსიმალურად ასიამოვნოს ივანიშვილს”,- განაცხადა ბასილაიამ.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულ ალექსანდრე გოგოხიასა და გიგი უგულავას ფულის გათეთრებას, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებიან. ამასთან, გიგი უგულავას სახელმწიფო ბრალდება ამავე საქმეში "სითი პარკის" ეპიზოდზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და ე.წ. მარნეულის ეპიზოდზე ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და იძულებას ედავება.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა