სერგი კაპანაძე - ჩვენს პარტნიორებში ძალიან დიდია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და კონგრესმენების წერილი ამის მორიგი დადასტურებაა

ჩვენს პარტნიორებში ძალიან დიდია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ეს წერილი ამის მორიგი დადასტურებაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილს. დეპუტატი ამ წერილზე ხელისუფლების წარმომადგენელთა გამოხმაურებებს სამარცხვინოს უწოდებს.

„ეს იყო გაგრძელება იმ წერილების სერიის, რომელიც ბოლო რამდენიმე თვეში ვნახეთ. ჩვენს პარტნიორებში ძალიან მაღალია შეშფოთება საქართველოში მიმდინარე მოვლენებით და ეს წერილი ამის მორიგი დადასტურებაა. ხელისუფლების პოზიცია, რომ ეს წერილი მხოლოდ ოთხი კონგრესმენისაა და რომ ისინი არასწორ ინფორმაციას ფლობენო, სამარცვინოა. არ დაგვავიწყდეს, ვინ არიან ეს კონგრესმენები. ეს ადამიანები არიან ამერიკა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელები, როგორც რესპუბლიკელებიდან, ისე დემოკრატებიდან და ასევე, კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი. ანუ, პრაქტიკულად, მთელი კომიტეტის სახელით გვწერენ ამ შეშფოთებას და ამაზე ასეთი სამარცხვინო რეაქცია მეტყველებს მხოლოდ ერთ რამეზე - ეს ხელისუფლება და ივანიშვილი მზად არიან, კიდევ უფრო მეტ იზოლაციაში აღმოჩნდნენ თვითონაც და ქვეყანაც იზოლაციაში მოაქციონ. ამიტომ ჩვენი ამოცანა მათი სასწრაფოდ მოშორება უნდა იყოს, რომ ამ პროცესებმა შეუქცევადი ზიანი არ მიაყენოს საქართველოს,“ - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მარკო მიკელსონი - საქართველომ ყურადღების მოსაპოვებლად უნდა იბრძოლოს - პატარა ქვეყნები იმაზე დიდები უნდა ვიყოთ, ვიდრე ფიზიკურად ვართ
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2020
ირაკლი მელაშვილი - ვფიქრობ, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით არსებულ  ფონზე ხელისუფლებას გაუჭირდება ოპოზიციისთვის მოლაპარაკებების ჩაშლის გადაბრალება
როგორ დავაჩქაროთ მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელება აზიასა და წყნარ ოკეანეთში
BDO-მ ინფორმაციული უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის ISO/IEC 27001 სერტიფიცირება გაიარა