ეკა გიგაურის განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგის გაუარესება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები  არ ტარდება

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის განცხადებით, კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველოს შედეგის 2 ქულით გაუარესება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში არ ტარდება ეფექტური ანტიკორუფციული რეფორმები.

მისი თქმით, ის პრობლემები, რაზეც არასამთავრობო სექტორი გასული წლების განმავლობაში მიუთითებდა, არ მოგვარებულა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობის" სამდივნო აცხადებს, რომ ზოგადად რეგიონში პრობლემად რჩება სახელმწიფოს მიტაცება და ძალაუფლების კონცენტრაცია ერთი სუბიექტის ხელში. რაც შეეხება საქართველოს, ის საუბრობს, რომ აქ კვლავაც შეინიშნება არაფორმალური გავლენები მნიშვნელოვან სახელმწიფო ინსტიტუტებზე. იმისთვის, რომ ზრდა ვნახოთ ინდექსის, ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს დაბალანსებული პოლიტიკური სისტემა, სადაც დამოუკიდებელი ინსტიტუტები ერთმანეთს დააბალანსებენ და განახორციელებენ ერთმანეთზე ზრდამხედველობას, აუცილებელია, რომ სამართალდამცავ ორგანოებზე პოლიტიკური ზეწოლა არ არსებობდეს და არ გვქონდეს პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიებები. მნიშვნელოვანია ჩავატაროთ კონკურენტული არჩევნები. ასევე მნიშვენლოვანია შეწყდეს პოლიტიკურ ოპონენტებზე თავდასხმა და ყველა იმ ჯგუფზე, რომელსაც განსხვავებული აზრი აქვს. მნიშვნელოვანია პოლიტიკაში ეფექტური რეაგირება იყოს „შავი ფულის“ მიმოქცევასთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია შეიქმნას მექანიზმი, რომელიც ირეაგირებს ელიტური კორუფციის ფაქტებზე. უკვე მერამდენე წელია ვითხოვთ, რომ შეიქმნას ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო“, - განაცხადა გიგაურმა.

მისივე თქმით, რეიტინგი წლიდან წლამდე მნიშვნელოვნად არ იცვლება, იმიტომ, რომ წლების განმავლობაში კონკრეტული ეფექტური ნაბიჯები არ გადადგმულა.

ამასთან, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" აღნიშნავენ, რომ 2-ქულიანი ცვლილება სტატისტიკურად უმნიშვნელოდ მიიჩნევა და აქ მთავარი პრობლემა არის ის, რომ პროგრესი ქულის მხრივ არაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო