პროკურორი - ბრალდების მხარის მოწმემ განმარტა, რომ პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელთაც წინ მიუძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილი

ბრალდების მხარის მოწმემ განმარტა, რომ პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელთაც წინ მიუძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილი, - ამის შესახებ 20 ივნისის საქმეზე დაკავებული თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის საქმის პროკურორმა გიორგი მუკბანიანმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, შემდეგ სხდომებზეც გაგრძელდება ბრალდების მხარის მოწმეების დაკითხვა.

„დღეს დაიკითხა საქმის ერთ-ერთი გამომძიებელი და ასევე დაიკითხა მოწმე, რომელმაც მიაწოდა ინფორმაცია სასამართლოს იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ის იმყოფებოდა ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც მისული იყო ირაკლი ოქრუაშვილი და ითხოვდა პარლამენტში შესვლას. ასევე მოწმემ განმარტა, რომ პარლამენტში შესვლას ითხოვდა დაახლოებით 30-40 კაცი, რომელთაც წინ მიუძღვოდა ირაკლი ოქრუაშვილი და ესაუბრებოდა მათ”,- განაცხადა პროკურორმა.

ცნობისთვის, ირაკლი ოქრუაშვილი 20 ივნისის აქციის დარბევისას სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას გულისხმობს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა