საქართველოს პრეზიდენტი კანადის გენერალ-გუბერნატორს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან აცნობეს, დღეს სალომე ზურაბიშვილი კანადის გენერალ-გუბერნატორს, ჯული პაიეტს შეხვდა და კანადა - საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილა.

„საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების საკითხებს, საქართველოს საინვესტიციო გარემოს და საქართველოს მეტ ჩართულობას მულტილატერალურ ინიციატივებეში, რაზეც კანადურმა მხარემ მხადრაჭერა გამოხატა. საქართველოს პრეზიდენტმა ჯული პაიეტს რუსული ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა. საუბარი შეეხო ასევე საქართველოს ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას.

​აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ევროკავშირთან ინსტიტუციური თანამშრომლობის სექტორული მიმართულების გაძლიერება, და ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისად სექტორული პოლიტიკის განვითარება”,- აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო