გიორგი ვაშაძე - შოლტი შოლტზეა, რომელსაც საერთაშორისო ასპარეზზე „ქართული ოცნება" ყოველდღიურად იღებს

მინდა, ოპოზიციურ პარტიებს ვუთხრა: შევეცადოთ, ეს კინკლაობები დავივიწყოთ, ჩვენს ერთიანობაში არის ქვეყნის გადარჩენის საბოლოო გამოსავალი და უნდა გვქონდეს სინერგიული ქმედებები, რათა 2020 წლის არჩევნებით ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს" თავმჯდომარემ, გიორგი ვაშაძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, გაუარესებულია ეკონომიკური მდგომარეობა, ხოლო „საერთაშორისო ასპარეზზე ამას კრიტიკის ქარ-ცეცხლიც აღარ შემიძლია ვუწოდო“.

„ფაქტობრივად, შოლტი შოლტზეა, რომელსაც იღებს საერთაშორისო ასპარეზზე ყოველდღიურად „ქართული ოცნება" და არა საქართველო, ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი“, - განაცხადა ვაშაძემ.

ამასთან, „ახალი საქართველოს" ლიდერმა მიმართა ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებს და სინერგიული ქმედებებისკენ მოუწოდა.

„მინდა, ოპოზიციურ პარტიებს მივმართო და ვუთხრა: მეგობრებო, ყოველთვის შევეცადოთ, ეს კინკლაობები დავივიწყოთ, რაც არის ხოლმე. ჩვენს ერთიანობაში არის ქვეყნის გადარჩენის საბოლოო გამოსავალი. ჩვენ უნდა გვქონდეს სინერგიული ქმედებები, რათა 2020 წლის არჩევნებით ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ „ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი. ყველა კვლევა, რაც ტარდება, სწორედ ამას მიუთითებს, რომ „ქართული ოცნება" დასრულებულია, ისინი დინების წინააღმდეგ მიდიან და ამ საშინელ პროცესს, რაც ხდება ქვეყნის უკუსვლის კუთხით, ჩვენ აუცილებლად ერთიანი ძალებით გავაჩერებთ. აღმავლობის ძალიან დიდი შესაძლებლობა აქვს ჩვენს ქვეყანას, ეს ჩვენს ხელშია და აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა