დღეს საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული

დღეს, დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება, მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვლი, ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე კი ლიპყინული.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 იანვრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში (ძირითადად დასავლეთ საქართველოს და აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რეგიონებში) შენარჩუნებული იქნება რთული მეტეოროლოგიური პირობები: მთაში და მაღალმთაში ზოგან ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე შტორმი, საავტომობილო გზებზე ლიპყინული,

„საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესების და ზვავსაშიშროების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის გადაადგილება.

ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ქარი,ზოგან დროგამოშვებით ძლიერი. 25-26 იანვარს ღამის საათებში კოლხეთის დაბლობზე ჰაერის ტემპერატურის -3 -5 გრადუსამდე მოსალოდნელმა დაწევამ შესაძლოა ციტრუსოვანი კულტურების დაზიანება გამოიწვიოს“, - ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: საქართველოში ამინდი მკვეთრად გაუარესდება

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს