გიორგი ვაშაძე - როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თეა წულუკიანი იქნება ის პირველი, ვინც სამჯერ კი არა, ოცდაათჯერ უარყოფს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“

როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თეა წულუკიანი იქნება ის პირველი, ვინც სამჯერ კი არა, ოცდაათჯერ უარყოფს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“, - ასე ეხმიანება „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც 2020 წლის არჩევნებს ეხებოდა.

გიორგი ვაშაძე თეა წულუკიანს დღევანდელი ხელისუფლების მსახურად მოიხსენიებს და აცხადებს, რომ მისი გამონათქვამები არასერიოზულია.

თეა წულუკიანი გამოირჩევა თავისი ყელმოღერებული და არაადეკვატური განცხადებებით. დარწმუნებული ვარ, რომ 2020 წელს, როდესაც საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება, თეა წულუკიანი იქნება ის პირველი, ვინც სამჯერ კი არა, ოცდაათჯერ უარყობს ივანიშვილსაც და „ქართულ ოცნებასაც“. რაც შეეხება მის განცხადებას არჩევნებთან დაკავშირებით, სერიოზულადაც კი არ უნდა მივიღოთ წულუკიანის ეს გამონათქვამები იმიტომ, რომ ის არის ჩვეულებრივი მსახური დღევანდელი ხელისუფლების, რომელიც ხვალ საქართველოს ისტორიიდან გაქრება“, - განაცხადა ვაშაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო