საქართველოს პრეზიდენტი ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იერუსალიმში სამუშაო ვიზიტისას ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტთან, სტევო პენდაროვსკისთან შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო - ჩრდილოეთ მაკედონიას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების განვითარების საკითხზე იმსჯელეს. მათვე ცნობით, ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და საქართველო - რუსეთის ურთიერთობებით დაინტერესდა.

„საქართველოს პრეზიდენტმა კოლეგას რუსული მცოცავი ოკუპაციის და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებზე შექმნილი ვითარების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების გააქტიურებაზე და ჩრდილოეთ მაკედონიის მხარემ საქართველოს საელჩოს გახსნისა და ელჩის დანიშვნის სურვილი გამოითქვა. პრეზიდენტებმა ისაუბრეს ასევე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა