გიგა ბოკერია თეა წულუკიანის განცხადებაზე - რას წვალობს ივანიშვილის ეს უწიგნური „კლოუნი“, ვერ გავიგე

რას წვალობს ივანიშვილის ეს უწიგნური „კლოუნი“ ვერ გავიგე, უკვე უარია ნათქვამი დიდი ხანია მაგ წინანადებაზე,- ასე ეხმიანება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ხელისუფლების მიერ ოპოზიციისთვის შეთავაზებულ ვარიანტზე იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის მედიაში გაკეთებულ განცხადებას.

გიგა ბოკერია ამბობს, რომ სისტემა, სადაც მაგალითად, 10 ადამიანიდან მხოლოდ 3-ის მხარდაჭერის შედეგად მოიპოვენ უმრავლესობას, მიუღებელია.

„ეჭიდება იმედს, რომ შეიძლება დავთანხმდეთ 100/50-ზე წინადადებაზე? ამ უწიგნურმა „კლოუნმა“ უნდა იცოდეს პასუხი. ოპოზიციამ გასცა პასუხი მაშინვე, რომ ეს მიუღებელია არა ჩვენი ხუშტურის, არამედ მარტივი რამის გამო, რაც საზოგადოებას ესმის, რომ ნებისმიერი სისტემა, სადაც შეგიძლია, რომ მესამედზე ნაკლებით, ანუ სამი კაციდან ერთი რომ გაძლევს ხმას, ან 10-დან 3-ზე ნაკლები ისე მოიპოვო უმრავლესობა, საზოგადოებისთვის მიუღებელია დღესაც და ხვალაც. ამიტომ გამოიგლოვოს რაც უნდა ის, ჩვენ მზად ვართ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც. ჯერ პროტესტი გაგრძელდება და ვნახოთ, როგორ გაუძლებს ამ და სხვა „კლოუნებთან“ ერთად ივანიშვილი და ცუდ შემთხვევაშიც კი, თუ დღევანდელი სისტემა დარჩება, ამისთვისაც კი მზად ვიქნებით, რომ ეს ხელისუფლება დავასრულოთ და მერე ჩატარდება პროპორციული არჩევნები,“- აცხადებს გიგა ბოკერია.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ოპოზიციურმა პარტიებმა ან უნდა „გამოიგლოვონ თავიანთი პროპორციული“ და დათანხმდნენ ხელისუფლებას შეთავაზებაზე ან არსებული სისტემით ჩატარდება არჩევნები.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა