ორხევის მოსახლეობამ კახეთის გზატკეცილი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტა

ორხევის მოსახლეობამ კახეთის გზატკეცილი პროტესტის ნიშნად რამდენიმე წუთით გადაკეტა.ისინი ბაღის დახურვის მიზეზის დადგენას ითხოვენ.

"გზა გადავკეტეთ იმიტომ, რომ ველოდებით საბოლოო დასკვნას, რომლის პასუხიც 2 თვის განმავლობაში ვერ მივიღეთ. ყოველ მეორე დღეს მოვდივართ და გვეუბნებიან, რომ დღეს ახალი ექსპერტიზა ტარდება. არც ერთმა ექსპერტიზამ პასუხი არ დადო და გვაინტერესებს, რატომ?! უნდა გავიგოთ, საბოლოოდ არის საშიში, თუ არა ჩვენი ბავშვებისთვის ბაღში მიყვანა და თუ არ არის, მაშინ რატომ არ იწყება ბაღი. ვიდრე არ გვეტყვიან კონკრეტულ პასუხს, არ დავიშლებით", - განაცხადა ადგილობრივმა ქეთევან ხუბულურმა.

ადგილზე პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია იმყოფებოდა, რომელიც მოსახლეობის პრობლემას გაეცნო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა