მიხეილ კალანდიას მამა - ზაზა სარალიძემ ჩემი შვილის დაჭერა გაინაღდა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული

ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას მამის, თენგიზ კალანდიას განცხადებით, ეჭვი აქვს, რომ ზაზა სარალიძემ ბევრი ფული აიღო.

როგორც ჟურნალისტებს თენგიზ კალანდიამ განუცხადა, სარალიძემ ფული ჯერ „ნაციონალური მოძრაობისგან“ აიღო, შემდეგ „ევროპული საქართველოსგან“ და მერე მთავრობამ გადაიბირა.

„სარალიძემ გაინაღდა ჩემი შვილის დაჭერა, ეჭვი მაქვს, რომ ბევრი ფული აქვს აღებული, ჯერ „ნაცებისგან“, მერე „ევროპული საქართველოსგან“, იმიტომ, რომ ჯერ მთავრობის წინააღმდეგი იყო, მერე მთავრობამ გადაიბირა, დიდი ფული მისცეს ალბათ, ახლა მთავრობის წისქვილზე ასხამს წყალს.

ეს საქმე იმიტომ გახდა ასეთი ხმაურიანი, რომ „ნაცმოძრაობას“ აწყობდა, ჩემი ქვისლის გვარი რომ გაჟღერდა, მისი კადრების, ვითომ რომ კადრები ჰქონდა მირზა სუბელიანს, იმ კადრების ხელში ჩაგდების მიზნით აწყობდა, რომ ჩემს შვილზე გაეკეთებინათ ყველაზე დიდი აქცენტი, რომ ეს კადრები გამოჩენილიყო. არც კადრები არ არის და არც ბავშვია დამნაშავე. 2 წელიწადი და 1 თვე დამნაშავე არ იყო ბავშვი, ახლა უცებ დამნაშავე გახდა. ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ეს მოთაფლონ“, - განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა