სერგი კაპანაძე - ხორავას საქმე არის კარგი მაგალითი, როგორ შეიძლება პროკურატურამ სისტემას ზიანი მიაყენოს, მაშინ პროკურატურას ირაკლი შოთაძე ხელმძღვანელობდა

ხორავას საქმე არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პროკურატურამ მთლიანად სისტემას მიაყენოს ზიანი, მაშინ პროკურატურას შოთაძე ხელმძღვანელობდა,- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ ჟურნალისტებთან გენპროკურორად ირაკლი შოთაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ხორავას საქმე გამოძიების პირველივე ეტაპზე მარტივად გაიხსნებოდა, სურვილი რომ ჰქონოდათ და ხელი არავისთვის დაეფარებინათ.

„ის, რომ დღეს მივიღეთ ასეთი აბსურდული მდგომარეობა, ის რომ ამას მოჰყვა სერიოზული გამოსვლები, უსამართლობის განცდის დამკვიდრება, ეს ყველაფერი არის შედეგი მაშინდელი სამარცხვინო პროკურატურის, რომელმაც ხელი დააფარა კონკრეტულ ადამიანს და რომელსაც შეიძლებოდა საქმე გაეყალბებინა. იმ პროკურატურას მაშინ ხელმძღვანელობდა ბატონი შოთაძე. ეს ყველაფერი არის კარგი მაგალითი იმისა, როგორ შეიძლება პროკურატურამ ერთი საქმით მთლიანად სისტემას მიაყენოს ზიანი და გააფუჭოს საქმე. ძალიან სამწუხარო ის არის, რომ დღეს ხელისუფლება ისევ აპირებს, რომ შოთაძე დააბრუნოს პროკურატურაში, ამას ყველანი ერთად უნდა შევეწინააღმდეგოთ“,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო