საქართველო განსუს საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვიეს

„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განსუს პროვინციის სამთავრობო დელეგაციას შეხვდა.

„საპარტნიორო ფონდის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების შესახებ ისაუბრეს. „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ჩინეთის დელეგაციას ფონდის საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ჩინეთის დელეგაციის წარმომადგენლებმა – განსუს პროვინციის კომერციის დეპარტამენტის, ევრაზიის საქმეთა განყოფილების, ასევე, სახმელეთო-საბაჟო ადმინისტრაციული კომიტეტისა და ალკოჰოლური სასმელების ბიუროს ხელმძღვანელმა პირებმა ქართულ მხარესთან ერთობლივი საინვესტიციო პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

„ჩინური მხარე ოთხი მიმართულებით თანამშრომლობით არის დაინტერესებული, კერძოდ, ლოჯისტიკა, რომელიც სარკინიგზო და სახმელეთო-საბაჟო მიმართულებებს მოიცავს, ასევე, განახლებადი ენერგიები, კულტურულ-საგანმანათლებლო თანამშრომლობა და ალკოჰოლური და ნატურალური პროდუქტების ექსპორტი. ჩინური მხარის განცხადებით, განსუს პროვინციამ მეღვინეობის 3000-წლიანი ისტორიით, ჩინეთში პირველმა დაიწყო ღვინის წარმოება და დელეგაციის წევრებმა აღნიშნეს, რომ ქართული ღვინის ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად დიდ პოტენციალს ხედავენ.

შეხვედრის ფარგლებში, ჩინეთის დელეგაციამ საქართველო განსუში 2-6 ივლისს დაგეგმილ საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმზე მასპინძელ ქვეყნად მიიწვია, რომლის ფარგლებში, საქართველოს 150 კვმ ფართი დაეთმობა და მონაწილეობას მიიღებს საერთაშორისო გამოფენაში, სადაც საშუალება მიეცემა, საგამოფენო პროდუქტები გაიტანოს, ასევე, გამართოს კულტურული ღონისძიებები. ამას გარდა, ჩინური მხარე საქართველოს სთავაზობს ამავე ღონისძიების ფარგლებში, საქართველოს შესახებ სპეციალური კონფერენციის ჩატარებას, რომელზე დამსწრე „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ქვეყნებსა და საერთაშორისო საზოგადოებას საშუალება ექნებათ, ქვეყნის საინვესტიციო, ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

„საპარტნიორო ფონდში“ გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განსუს პროვინციის გუბერნატორის აპრილში საქართველოში დაგეგმილი საქმიანი ვიზიტის დეტალები განიხილეს, რომლის ფარგლებშიც ორმხრივი თანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება. ამასთანავე, განსუს დელეგაცია საქართველოს ერთ-ერთ რეგიონთან, კერძოდ, შიდა ქართლთან დამეგობრების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავს, რომლის საშუალებით კიდევ უფრო გააქტიურდება სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ორ რეგიონს შორის,”-აღნიშნულია „საპარნტიორო ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო