რომან გოცირიძე თეა წულუკიანის მიერ გავრცელებულ ვიდეოზე - იკვეთება აშკარა დანაშაულის ნიშნები ჩანაწერის მომზადებისა და გასაჯაროების თვალსაზრისით

სახალხო დამცველის თანამშრომელმა, რომელიც ვიდეოზე ჩანს, შეძლო პატიმართან მეგობრულ, ნდობით ურთიერთობაში შესვლა. ყოჩაღ, რომ მან ზუსტად და ადამიანურად შეასრულა თავისი მოვალეობა, - ამის შესახებ ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც პატიმარი და ომბუდსმენის წარმომადგენელი არიან ასახული.

გოცირიძის შეფასებით, ამ ვიდეოს გადაღება-გასაჯაროების თვალსაზრისით დანაშაულის ნიშნები იკვეთება.

"მე თუ მკითხავთ, სახალხო დამცველის ეს თანამშრომელი არის ყველაზე კარგი თანამშრომელი, რომელმაც ნახევარი დღის განმავლობაში შეძლო პატიმართან მეგობრულ, ნდობით ურთიერთობაში შესვლა. ქალბატონ წულუკიანს არ მოსწონს, თუმცა პატიმარი ამ ადამიანს გაუმასპინძლდა შოკოლადით, დაალევინა ჩაი და თურმე ეს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლის ცუდი მუშაობის მაჩვენებელი ყოფილა. პირიქით, ყოჩაღ, რომ მან ზუსტად და ადამიანურად შეასრულა თავისი მოვალეობა. რაც შეეხება მეორე, სამართლებრივ მხარეს, იკვეთება აშკარა დანაშაულის ნიშნები ამ ჩანაწერის მომზადების და გასაჯაროების თვალსაზრისით. ეს დაუყოვნებლივ უნდა იყოს გამოძიებული. რაც შეეხება ბრალდებას, რომ სახალხო დამცველი არ დადის ციხეებში, ეს ინსტიტუტი არ ნიშნავს მხოლოდ სახალხო დამცველს. მას ჰყავს მოადგილეები, თანამშრომლები, რომლებიც ძალიან ხშირად გვინახავს საპატიმროებში,"- განაცხადა გოცირიძემ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი