ექიმი - პატრიარქს წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს -პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს კლინიკა „მედინაში" წელის არეში ტომოგრაფია გადავუღეთ, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ კლინიკა „მედინას" ნეიროქირურგმა გიორგი ვალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ილია მეორე კლინიკაში კონსულტაციის მიზნით იყო მისული და მისი ვიზიტი გეგმური არ ყოფილა.

„მის უწმინდესობას წელის ტკივილები ჰქონდა, მთხოვა კონსულტაცია. გადავუღეთ კომპიუტერული ტომოგრაფია, არაფერი საგანგაშო არ არის. წირვის დროს, დიდხანს ფეხზე დგომის დროს წელის ტკივილი აწუხებდა. რაიმე საგანგაშო არ არის“, - განაცხადა გიორგი ვალიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქმა ილია მეორემ ბათუმში კლინკა „მედინა" ცოტა ხნის წინ დატოვა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა