ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებული - დასკვნაში მითითებულია, რომ  ფიზიკური ძალადობა აღმენიშნება

დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე ბრალდებულმა ვახტანგ რობაქიძემ, „ავერსის“ კლინიკაში გამოკვლევის პასუხები მიიღო. რობაქიძის ინფორმაციით, სამედიცინო დასკვნის მიხედვით, მას მუცლის კედლის დაჟეჟილობა და ფიზიკური ძალადობა აღენიშნება.

როგორც რობაქიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასკვნას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში წარადგენს, სადაც, სავარაუდოდ, დამატებითი ექსპერტიზა ჩატარდება.

“ორი დღის წინ მივმართე “ავერსის” კლინიკას, რათა ჩამეტარებინა მუცლის ღრუს სრული გამოკვლევა. მოგეხსენებათ, ტრავმა მივიღე ბორჯომის პოლიციის განყოფილებაში, პოლიციელის მიერ მიყენებული დაზიანების შედეგად. გამოკვლევაში მითითებულია, რომ აღმენიშნება მუცლის კედლის დაჟეჟილობა, ფიზიკური ძალადობა. ეს არის სამედიცინო დასკვნა, რომელიც ახლა უნდა წარვადგინო სახელმწიფო ინპექტორის სამსახურში, ამას მოყვება ალბათ დამატებითი ექსპერტიზა. მინდა მივმართო ანრი ოხანაშვილს, რომელმაც ყველაფერს ამას ცინიკური უწოდა, თურმე შემიძლია ჩემს თავს მივაყენო დაზიანება. იმედს ვიტოვებ, რომ ამ დასკვნის შედეგად, ყველაფერს ფარდა აეხდება. იმ საქმის შეფუთვას, ჩემდამი ძალადობას და ცინიკურ დამოკიდებულებას, რომელიც ორი დღის წინ გააჟღერა ამ ცინიკოსმა ადამიანმა ტელევიზიით, ყველაფერს ფარდა აეხდება და სამართალდამცველები, ვინც ჩემ მიმართ იძალადეს დაისჯებიან”,- განაცხადა რობაქიძემ.

ცნობისთვის, დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და ვახტანგ რობაქიძეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ბაკურიანში მოხდა. რობაქიძე სამართალდამცავებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მას 3-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. ამასთან, ვახტანგ რობაქიძეს ანი ოხანაშვილის საქმეზე ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე და 239-ე მუხლებით წარუდგენეს, რაც მუქარასა და ხულიგნობას გულისხმობს.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა