გიორგი გახარია დავოსში - ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა

ჩვენ გამოწვევებით სავსე რეგიონში ვიმყოფებით და როდესაც რუკაზე ამ სამეზობლოს შეხედავთ, ამაში თავადაც დარწმუნდებით, აქტუალურია ჩვენი ქვეყნის ოკუპაციის საკითხი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დავოსის მსოფლიო ეკონომიური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ დისკუსიაზე - New Ambitions for Europe განაცხადა, რომელშიც ფინეთის პრემიერ-მინისტრთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტებთან და ბიზნესლიდერებთან, მათ შორის “ვოლვო ჯგუფის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარესთან ერთად მიიღო მონაწილეობა.

მისი განცხადებით, საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული და ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა.

“ყველას კარგად გახსოვთ, რომ ჩვენი ქვეყნის 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. ეს არის ჩვენი მოქალაქეების წინაშე მდგარი ყოველდღიური გამოწვევა. ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოს მთავრობამ კონფლიქტის მხოლოდ მშვიდობიანი გზით გადაჭრის ვალდებულება იკისრა. ეს პირობა მივეცით ჩვენს მეგობრებს. როდესაც საუბარი გვაქვს არსებულ სიტუაციაში მოქმედებაზე, სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება ჩვენს მეგობრებთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან - ერთადერთი გზაა იმისთვის, რომ გადავრჩეთ ამ გამოწვევებით სავსე რეგიონში”, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო