საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობას განაგრძობს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ბანკიდან აცნობეს, ბანკი მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, ახალი ბაზრების მოძიებისა და მათი ხელშეწყობისთვის ახალ შესაძლებლობებსა და ყველა პირობას ქმნის მეწარმეთა წარმატებული ბიზნესსაქმიანობისთვის.

მათივე ცნობით, საქართველოს ბანკის ორგანიზებით, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის სამუშაო შეხვედრა გაიმართა იმ კომპანიის წარმომადგენლებთან, რომლებიც წარმატებით ვაჭრობენ ისეთ მასშტაბურ პლატფორმებზე, როგორებიცაა, amazon-ი, ebay და etsy.

„შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქართველი სტარტაპერებისთვის გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ განათავსონ საკუთარი პროდუქცია ყველაზე მსხვილ, საერთაშორისო კომერციულ პლატფორმებზე, რათა გაზარდონ მათი ბიზნესების ცნობადობა და გაყიდვები, მოიძიონ ახალი პარტნიორები. ვორკშოპზე მოწვეულმა სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლებმა, როგორებიც არიან − Amazon Export Hub-ი, (კომპანია, რომელიც ეხმარება მეწარმეებს განათავსონ და გაყიდონ თავიანთი პროდუქცია ონლაინ პლატფორმებზე) Cnick-ი, (რომელიც უკვე წარმატებით ვაჭრობს amazon-ზე), Boxette-ი, (რომელიც ამერიკაში პროდუქციის საწყობებში გადანაწილების მიმართულებით მუშაობს), ასევე Ebay Experienced Sellers, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს. საქართველოს ფოსტის წარმომადგენლებმა კი დამსწრეებს გააცნეს სერვისები, რომელთა დახმარებითაც მეწარმეებს აქვთ შესაძლებლობა, აწარმოონ ელექტრონული კომერცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელის, ზურაბ მასურაშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე წარმოჩენა.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. 21-ე საუკუნეში საერთაშორისო ციფრული პლატფორმები ბიზნესის გაფართოების საუკეთესო, სწრაფი, მარტივი და კომფორტული საშუალებაა. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული ბიზნესების წარმოჩენა საერთაშორისო მასშტაბურ პლატფორმებზე, ისეთებზე როგორიცაა: amazon-ი, ebay, etsy და სხვა. საქართველოს ბანკის ორგანიზებით გამართული ვორკშოპის მიზანიც ქართული კომპანიებისთვის იმ შესაძლებლობების გაცნობა და გაზიარებაა, რასაც ეს საერთაშორისო პლატფორმები იძლევა და იმ კომპანიების წარმომადგენლებისგან, ვისაც მსგავსი და წარმატებული პრაქტიკა აქვთ. საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია ბიზნესის ხელშეწყობა არამხოლოდ დაფინანსების, არამედ საჭირო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის კუთხით, რათა ხელი შევუწყოთ და წავახალისოთ ბიზნესები სამომავლო განვითარებაში, წარმატებით გაფართოებასა და ახალ პარტნიორებთან საუკეთესო გარიგების დადებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა