მიხეილ ჩხენკელმა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთ საუკეთესო სანაოსნო სასწავლებელ Portsmouth College-ის ხელმძღვანელობასთან მომავალი  პარტნიორობის  გეგმები განიხილა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი, მიხეილ ჩხენკელი განათლების მსოფლიო ფორუმში იღებს მონაწილეობას, რომელიც ლონდონში იმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ცნობით, ფორუმის ფარგლებში მიხეილ ჩხენკელმა მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა დიდი ბრიტანეთის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სანაოსნო სასწავლებლის Portsmouth College-ის ხელმძღვანელობასთან, რომელთანაც მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

“მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის, ბათუმისა და ფოთის პროფესიული განათლების ცენტრებსა და ბრიტანულ სანაოსნო კოლეჯ Portsmouth - ს შორის დაიწყება თანამშრომლობა. მომავალი პარტნიორი ორგანიზაციები ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ერთობლივ პროექტებზე იმუშავებენ. თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა გაცვლითი პროგრამა.

აღსანიშნავია, რომ Portsmouth კოლეჯი არის დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო პროფესიული სასწავლებელი, რომელიც ცნობილია მაღალტექნოლოგიური გარემოთი და მისი კურსდამთავრებულები გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო