გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის შესაჩერებლად რეზოლუცია მიიღო

გაეროს საერთაშორისო სასამართლომ მიანმარში როჰინჯა მუსლიმების გენოციდის შესაჩერებლად რეზოლუცია მიიღო. მას მხარი 17 მოსამართლისგან შემდგარმა კოლეგიამ დაუჭირა. მათი თქმით, გენოციდის თავიდან ასაცილებლად გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ყველა საჭირო ზომა უნდა მიიღოს.

მოსამართლეები მიანმარის ხელისუფლებას მოუწოდებენ ეთნიკური უმცირესობის უფლებებს პატივი სცენ. შეგახსენებთ, რომ როჰინჯა ეთნიკური ჯგუფია, რომელიც ბანგლადეშში რაქჰანის შტატში ცხოვრობს. მათი რაოდენობა 1 მილიონს აღემატება და უმეტესობა ისლამის მიმდევრები არიან.

2017 წლის 25 აგვისტოს რამდენიმე როჰინჯა რადიკალი მეომარი მიანმარში მცხოვრებ ბუდისტებს დაესხა თავს და ათობით ადამიანი მოკლა. ამის შემდეგ მიანმარის ხელისუფლებამ როჰინჯების მასობრივი დევნა, სოფლების გადაწვა და მკვლელობა დაიწყო, რის გამოც 700 000-ზე მეტი როჰინჯა იძულებული გახდა ბანგლადეშში გადასახლებულიყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს