დავით ზალკალიანი მევლუთ  ჩავუშოღლუს - დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს ნატო-ს წევრი ქვეყანა

დიდი მადლობა საქართველოს ძლიერი მხარდაჭერისთვის, რომელიც დაუღალავად ისწრაფვის, გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სოციალურ ქსელში წერს. მინისტრი თურქი კოლეგის, მევლუთ ჩავუშოღლუს მიერ დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და Twitter-ის საშუალებით მას მადლობა გადაუხადა.

„არსებული გამოწვევების ფონზე, თქვენი მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. ჩვენ მტკიცედ მივყვებით არჩეულ გზას ნატოში გაწევრიანებისკენ,“ - აღნიშნა ზალკალიანმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დავოსის ყოველწლიურ ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა, სადაც ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც მოკავშირე ქვეყნის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ აუცილებელია ნატოს გაფართოება და საქართველოს გაწევრიანება ორგანიზაციაში.

„არ მესმის, რატომ არ მოვიწვიეთ საქართველო ან არ გავააქტიურეთ სამოქმედო გეგმა, რათა ის წევრი ქვეყანა გამხდარიყო. ჩვენ გვაკრიტიკებენ იმისთვის, რომ რუსეთთან უკეთესი მეზობლური ურთიერთობები გვაქვს, მაგრამ ჩვენი დასავლელი მეგობრები არ გვთანხმდებიან საქართველოს მოწვევაზე, ვინაიდან არ სურთ რუსეთის პროვოცირება. საქართველოს ვჭირდებით ჩვენ და ჩვენ გვჭირდება ისეთი მოკავშირე, როგორიც საქართველოა. ჩვენ გვჭირდება გაფართოება და საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა“, - განაცხადა მევლუთ ჩავუშოღლუმ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა