საქართველოს პრეზიდენტმა მაიკ პენსს მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მსოფლიო ფორუმზე, „საქართველოს მხარდამჭერი აქტის“ მიღებისათვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ ,,აშშ საქართველოს გვერდით დგას და იდგება მუდამ!"

დღეს იერუსალიმში ჰოლოკოსტის მეხუთე მსოფლიო ფორუმი გაიხსნა, რომელშიც 45 მსოფლიო ლიდერთან და სახელმწიფოს მეთაურთან ერთად, საქართველოს პრეზიდენტიც მონაწილეობდა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს