ნინო ლომჯარია ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ - რამდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ე.წ მატროსოვის ციხეში იმყოფებოდა. მან პენიტენციური დაწესებულება ცოტა ხნის წინ დატოვა.

ნინო ლომჯარია არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა.

"არ ვთვლი საჭიროდ, რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", - განაცხადა ლომჯარიამ ციხის დატოვების შემდეგ.

ლომჯარიას თქმით, ის ცოტა გაკვირვებულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდა და მას ჟურნალისტები დახვდნენ.

"ფაქტია, რომ ჩემი ვიზიტის შესახებ ინფორმაცია იყო კონფიდენციალური, მაგრამ ამის შესახებ ინფორმაცია ამ დაწესებულებიდან გავიდა, მე რომ მქონოდა სურვილი საჯაროობის ამას ვიტყოდი და სამწუხაროდ, როგორც ჩანს სახალხო დამცველის ვიზიტი კონფიდენციალურად არ ინახება. რამოდენიმე ადამიანს შევხვდი, არ აქვს მნიშვნელობა, ეს იყო ვანო მერაბიშვილი, თუ ბაჩო ახალაია. რომ მქონოდა სურვილი, ვის ვხვდები და რატომ ვხვდები ამას ვიტყოდი. მე ვწყვეტ რატომ, როდის და სად მოვიდე; აქ პატიმრების სურვილით მოვედი, კონფიდენციალურია ეს ინფორმაცია, რადგან თავად პატიმრებს სურთ ასე. ჩემზე არ არის დამოკიდებული ეს. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა, იყო სურვილი, რომ მოვსულიყავი და მოვედი. არ ვთვლი საჭიროდ,რომ ვთქვა, ვინ მოვინახულე", - განაცხადა ლომჯარიამ.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.02.2021
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი