ძლიერმა ქარიშხალმა „გლორიამ“ ესპანეთის აღმოსავლეთ ნაწილი მნიშვნელოვნად დააზარალა. ამასთანავე სტიქიას ებრძვიან საფრანგეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.
ბოლო 5 დღის განმავლობაში რეგიონში ქარის სიჩქარე 140 კმ.სთ.-ს აღემატება. ტალღების სიმაღლემ ესპანეთის სანაპიროებთან 10 მეტრს გადააჭარბა. ამასთანავე მაღალმთიან რეგიონებში ინტენსიურმა თოვამ მოსახლეობას გადაადგილების პრობლემები შეუქმნა. სტიქიას ესპანეთში 11 ადამიანი ემსხვერპლა.
მეტეოროლოგები ძლიერი ქარისა და ნალექის შემცირებას მომდევნო დღეებში პროგნოზირებენ.