ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი - გერმანელებს წარსულმა ბოროტების მიმართ იმუნიტეტი ვერ გამოგვიმუშავა

ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ ჩვენ, გერმანელებმა ჩვენი ისტორიიდან ერთხელ და სამუდამოდ ვისწავლეთ გაკვეთილი, თუმცა იმ ფონზე, როცა სიძულვილი ვრცელდება ამის თქმა არ შემიძლია, - ამის შესახებ გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ირაელში, ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ეროვნულ ცენტრში გამართულ მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ვდგავარ თქვენს წინაშე და ვნატრობ, ნეტავ შემეძლოს იმის თქმა, რომ მოგონებამ ბოროტების მიმართ იმუნიტეტი გამოგვიმუშავა. დიახ, ჩვენ გერმანელებს გვახსოვს, მაგრამ ზოგჯერ ჩანს, რომ წარსულს უკეთ ვაცნობიერებთ, ვიდრე აწმყოს,“- განაცხადა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ფაშისტური რეჟიმი აღარ არსებობს, საზოგადოებაში „იგივე მანკიერება“ კვლავ რჩება.

„ბოროტი სული დღეს ახალი სახით გვხვდება და ჩვენი დროის პრობლემების გადაჭრის გზად ანტი-სემიტურ, ნაცისტურ, ავტორიტარულ აზროვნებას გვთავაზობს,“- განაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა და გასული წლის ოქტომბერში გერმანიაში, სინაგოგაზე განხორციელებილი თავდასხმა დაგმო.

„გერმანიის ისტორიული პასუხისმგებლობა ამოუწურავია. ჩვენ გვსურს, ეს პასუხისმგებლობა ავიღოთ და თქვენ უნდა განგვსაჯოთ,“- განაცხადა პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა.

შეგახსენებთ, მსოფლიო ჰოლოკოსტის ფორუმი,რომელიც მუზეუმ იერუსალიმში, ჰოლოკოსტის მუზეუმში, "იად ვაშემში" იმართება, ჰოლოკოსტის საერთაშორისო ხსოვნის დღესა და აუშვიცის გათავისუფლების 75 წლისთავს ეძღვნება.

ფორუმზე დასასწრებლად სხვადასხვა ქვეყნის 50-ზე მეტი ლიდერი შეიკრიბა. ღონისძიებაში ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილი 100-მდე პირიც მონაწილეობს.

ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი პირველი გერმანელი პრეზიდენტია, რომელიც "იად ვაშემში" სიტყვით გამოვიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა