სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

სხვადასხვა ტიპის სამუშაოების ჩატარების გამო, თბილისის რამდენიმე უბანს 24 იანვარს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. ამის სესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნობეს.

„გლდანის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაიონების, აკაკი ვასაძის, ხიზანიშვილის და მოსულიშვილის ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დავით სარაჯიშვილის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სანზონის, ილურიძის, ბეჟანიშვილის, დიდი-ჯიხაიშის, ქართლის, ლომთათიძის, თმოგვის, ქსოვრელის, დაისის, კნოლევის, კოკინაკის, სვერის, ჯავის, ზედაზენის, ღოღობერიძის, ცოტნე დადიანის და ოქტომბრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ცხემის, გრიბოედოვის და ძმები ზუბალაშვილების ქუჩების მაცხოვრებლებს.

გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პურის მოედნის, აბესაძის, აბოვიანის, აბო-თბილელის, გრიგოლ ხანძთელის და ასათიანის ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 09:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროპორტის დასახლების მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი, ქსელში გადართვებთან დაკავშირებით 05:00 საათიდან 07:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), კვეზერელი-კოპაძის, იზაშვილის, ალადაშვილის, მარტყოფის, ნასაკირალის, დედოფლისწყაროს, წურწუმიას, ერევნის, თელავის, მახათას, დმანისის, სევანის, ირბახის, აბულაძის, ფოსტის, ახმეტის, სართიჭალის, ხივინის, ერისთავის, ქურხულის, ბადიაურის, ჩუბინიძის, დმანისის, ობსერვატორიის და ხერხეულიძის ქუჩების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: შარტავას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი, გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) და ნინო რამიშვილის ქუჩის მაცხოვრებლებს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს