ქართველმა მოციგურავემ მორის ყვითელაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა მოციგურავემ, 24 წლის მორის ყვითელაშვილმა ავსტრიაში, გრაცში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე, კაცთა ერთეულთა თანრიგში, თავისუფალ პროგრამაში 163.94 ქულა დაიმსახურა, ჯამში კი, 246.71 ქულა დააგროვა და მესამე ადგილზე გავიდა, რითაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

sportall.ge წერს, ეს საქართველოსთვის ისტორიული მოვლენაა, რადგან ფიგურულ სრიალში ევროპის ჩემპიონატზე ელენე გედევანიშვილის შემდეგ ქართველ მოციგურავეს მედალი არ მოუპოვებია.

ვაჟთა ერთეულებში ასევე იასპარეზა 19 წლის ირაკლი მაისურაძემ, რომელმაც თავისუფალ პროგრამაში 140.34 ქულა მოაგროვა და მე-14 ადგილზე გავიდა. ჯამში კი, მაისურაძემ 214.47 ქულით ასპარეზობა მე-14 ადგილზე დაასრულა.

პირველ-მეორე ადგილები ევროპის ჩემპიონატზე რუსებმა, დმიტრი ალიევმა და არტურ დანიელიანმა დაიკავეს.

გარდა ამისა, წყვილებში რიტმული ცეკვების პროგრამით იასპარეზეს მარია კაზაკოვამ და გიორგი რევიამ და 67.49 ქულა დაიმსახურეს, რითაც მე-12 ადგილი დაიკავეს, რაც კვალიფიკაციის დასაძლევად საკმარისია და ისინი 25 იანვარს კვლავ იასპარეზებენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა