ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზრუნველყოფენ, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, უზრუნველყოფენ იმას, რომ საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორებს ობიექტური ინფორმაცია მიეწოდოთ. ამის შესახებ ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს ამერიკელი კონგრესმენების მიერ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილზე საუბრისას განაცხადა.

„სწორი კომუნიკაციის და ზუსტი ინფორმაციის მიწოდება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან ის ხალხი, რომელიც მათთან აწარმოებდა მოლაპარაკებას, აღარ არიან ჩვენი გუნდის წევრები. როგორც ჩანს, არის ობიექტური ინფორმაციის ნაკლებობა და ჩვენ უზრუნველვყოფთ იმას, რომ ჩვენი გუნდის წევრებმა, რომლებიც საგარეო მიმართულებით არიან პასუხისმგებელნი კომუნიკაციაზე, ზუსტი და სწორი ინფორმაციის მიწოდებაზე, მიაწოდონ ჩვენს მეგობრებს“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს