ქართული ღვინის კულტურის გაცნობის მიზნით, საქართველოს მონაკოელი სომელიეები ეწვივნენ

ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს მონაკოს სომელიეთა ასოციაციის წევრები ეწვივნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ღვინის ეროვნული სააგენტოდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ჯგუფის შემადგენლობაში მონაკოს საუკეთესო რესტორნების შეფ-სომელიეები არიან, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მონაკოს ღვინის ბაზარზე.

„ვიზიტის ფარგლებში სომელიეები ქართულ ღვინოს ქართლსა და კახეთში 10-მდე ღვინის მარანში გაეცნენ. მონაკოელ სტუმრებს თან ახლდა ჟურნალისტების 7-კაციანი ჯგუფი, რომლებიც აღნიშნულ ღვინის ტურზე სპეციალურ მასალას ამზადებენ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ქართული ღვინის პოპულარიზაციის ფარგლებში, 2020 წელს ღვინის პროფესიონალების ვიზიტების მხარდაჭერა გაგრძელდება.

„მსგავსი ტურები საუკეთესო შესაძლებლობაა ქართული ღვინის უნიკალურ კულტურას სხვადასხვა ქვეყნის პროფესიონალები გაეცნონ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ისეთ პრესტიჟულ ბაზარზე დასამკვიდრებლად, როგორიცაა მონაკო, სადაც ძალიან ბევრი ტურისტული აქტიობებია“ - აღნიშნა ლევან მეხუზლამ.

ღვინის პროფესიონალების ჯგუფს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ენოლოგი, ქართული ღვინის პრომოუტერი ილია კახოიძე ხელმძღვანელობს, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე მონაკოს სომელიეთა ასოციაციის საპატიო წევრად აირჩიეს. ილია კახოიძე კომპანია „Le Pont Caucasien“-ის ხელმძღვანელია, რომელთანაც ღვინის ეროვნული სააგენტო, საფრანგეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით, 2015 წლიდან თანამშრომლობს“, - აღნიშნულია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა