ბაია პატარაია - მარიამ კუბლაშვილის განცხადებების შემდეგ თამთა თოდაძეს მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდა, ჩვენ ეთიკის კომისიას მივმართავთ

თამთა თოდაძე, რომელიც საკრებულოს დეპუტატს ილია ჯიშკარიანს ძალადობაში ადანაშაულებს, აპირებს ადვოკატთა ასოციაციის ეთიკის კომისიას ჯიშკარიანის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ მოთხოვნით მიმართოს. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია "საფარის" წევრმა ბაია პატარაიამ განაცხადა, თამთა თოდაძის მიმართ მარიამ კუბლაშვილის განცხადებები შეურაცხმყოფელია და ადვოკატის ეთიკის ფარგლებს ცდება.

„თამთა თოდაძე , კლიენტი, რომლის ინტერესებსაც ჩვენ ვიცავთ სასამართლოში ილია ჯიშკარიანის წინააღმდეგ, რომელიც გახდასექსუალური ძალადობის მსხვერპლი, „საფართან“ ერთად უჩივის მარიამ კუბლაშვილს, რომელიც არის ილია ჯიშკარიანის ადვოკატი. არც თუ ისე ხშირია, როდესაც ჩვენ ეთიკის კომისიაში საჩივარი შეგვაქვს ადვოკატის წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში მიგვაჩნია, რომ მარიამ კუპლაშვილის არაერთი განცხადება იყო შეურაცხმყოფელი, დამამცირებელი თამთა თოდაძის მიმართ, ის ცდება ადვოკატის ეთიკის ფარგლებს, არღვევს მას და ამიტომ უნდა დადგეს ადვოკატის დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხი. თამთას მოიხსენიებდა როგორც თაღლითს, მატყუარას, იყო თავის შინაარსით ცილისმწამებლური და ცდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს, რაც ადვოკატებს აქვთ”,- განაცხადა პატარაიამ.

მისი ინფორმაციით, დაზარალებულ თამთა თოდაძეს კუბლაშვილის განცხადებების გამო მედიკამენტოზური მკურნალობა დასჭირდა.

“თამთა გადის ფსიქოლოგიურ რეაბილიტაციას ძალინ ავტორიტეტულ ორგანიზაციაში, GSRT, ჩვენ ამ ორგანიზაციიდან გამოვითხოვეთ დასკვნა, სადაც საუბარია იმაზე, რომ გარდა პირველადი ფაქტისა, რომელიც იყო მატრავმირებელი, მისი ხელახალი რეტრავმატიზაცია მოახდინა სწორედ მარიამ კუბლაშვილის განცხადებებმა, რის გამოც დასჭირდა მას მედიკამენტოზური მკურნალობა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაირღვა ჩვენი კლიენტის უფლებები, დაარღვია ჯიშკარიანის ადვოკატმა, ამიტომ მივმართავთ ეთიკის კომისიას”,- განაცხადა პატარაიამ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა