აშშ-ის ხაზინის მდივანი გრეტა თიუნბერგზე - ის მთავარი ეკონომისტია თუ ვინ არის? - ჯერ წავიდეს და ისწავლოს

აშშ-ის ხაზინის მდივანმა, სტივენ მნუჩინმა შვედი გარემოსდამცველი, გრეტა თიუნბერგი, დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობის დროს გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თავდაპირველად მან განათლება უნდა მიიღოს, რომ ასწავლოს მსოფლიო ლიდერებს, როგორ აწარმოონ პოლიტიკა.

„ის მთავარი ეკონომისტია თუ ვინ არის? დავიბენი“, - განაცხადა მნუჩინმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

„ჯერ წავიდეს და ისწავლოს ეკონომიკა კოლეჯში, მერე შეუძლია მოვიდეს და აგვიხსნას“,-დაძინა მდივანმა.

ცნობისთვის, გრეტა თიუნბერგმა დავოსში დამსწრე საზოგადოებას განუცხადა, რომ ლიდერებმა მთლიანად უნდა აკრძალონ წიაღისეული საწვავის გამოყენება და საწვავის აღმოჩენის სამუშაოებში ჩადებულ ინვესტიციებს „სიგიჟე“ უწოდა.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო