ანრი ოხანაშვილი - გავერკვევით და თუ საჭირო იქნება, გვექნება ნინო ლომჯარიასთანაც და თეა წულუკიანთანაც კომუნიკაცია

„ჩვენ გავერკვევით და თუ საჭირო იქნება, გვექნება ნინო ლომჯარიასთანაც კომუნიკაცია, თეა წულუკიანთანაც, თუ ჩვენი ჩართულობის საჭიროება იქნება ამ პროცესში, ამას განვახორციელებთ“, - ამის შესახებ საპროკურორო საბჭოს წევრმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

ის გამოეხმაურა სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას, რომლის თქმითაც კანონი დაირღვა, როდესაც პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ ვის შეხვდა მატროსოვის ციხეში და ასევე საუბრობს პოლიტიკურ დევნაზე და ამაში ადანაშაულებს იუსტიციის მინისტრს.

„ინფორმაციაზე იმასთან დაკავშირებით, რომ სახალხო დამცველი შევიდა პენიტენციურ დაწესებულებაში და მოინახულა რომელიმე პატიმარი, მედიისთვის გახდა ცნობილი და სწორედ მედიის წარმომადგენლებმა გაასაჯაროვეს ეს მოცემულობა. ჩემი ინფორმაციით, ამის შემდგომ გაკეთდა შესაბამისი განცხადება. რაც შეეხება სახალხო დამცველის საქმიანობას, ჩვენი ხელისუფლების პირობებში სწორედ სახალხო დამცველის მოხსენებების, მისი რეკომენდაციების გაზიარების თვალსაზრისით რეკორდული მაჩვენებელი ფიქსირდება, როდესაც ჩვენ ვიზიარებთ სახალხო დამცველის რეკომენდაციებს. სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდა სახალხო დამცველის უფლებამოსილების ვადის გაზრდა, ნაცვლად 5-სა, 6 წლის ვადით. სწორედ ჩვენ ხელისუფლების პირობებში მოხდა არასამთავროების მხრიდან წარმოდგენილი კანდიდატის ნინო ლომჯარიას ჩვენი მხრიდან არჩევა. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და რა თქმა უნდა, მომავალშიც გავაკეთებთ იმისთვის, რომ სახალხო დამცველის საქმიანობა იყოს შეუფერხებელი. ჩვენთვის სახალხო დამცველის ინსტიტუტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ადამიანის უფლებების მონიტორინგისთვის. ამიტომ, დამატებით თუ კიდევ საჭიროა გარკვევა, ჩვენ გავერკვევით და თუ საჭირო იქნება, გვექნება ნინო ლომჯარიასთანაც კომუნიკაცია, თეა წულუკიანთანაც, დამატებით თუ საკითხის გარკვევის და ჩვენი ჩართულობის საჭიროება იქნება ამ პროცესში, რა თქმა უნდა, ამას განვახორციელებთ“, - განაცხადა ოხანაშვილმა.

მისი თქმით, ის ჯერ ვერ იტყვის, გამოძიების დაწყების საფუძველი რამდენად არსებობს.

„ჩვენ გავერკვევით, ჩვენი მიზანია ერთი მხრივ სახალხო დამცველის საქმიანობა განხორციელდეს შეუფერხებლად და მეორე მხრივ, ობიექტური მოცემულობა გავარკვიოთ, რა მოხდა რეალურად“, - აღნიშნა ოხანაშვილმა.

ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ე.წ მატროსოვის ციხეში ომბუდსმენის ვიზიტთან დაკავშირებით ინფორმაცია გაავრცელა. როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ომბუდსმენი შეხვდა ბრალდებულ ირაკლი ოქრუაშვილს, მსჯავრდებულ ვანო მერაბიშვილს, ასევე მსჯავრდებულ კახაბერ ნაკანს. მათივე ცნობით, ომბუდსმენმა მოითხოვა მსჯავრდებულ გურამ დონაძესთან შეხვედრა, თუმცა მან შეხვედრაზე უარი განაცხადა. სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ წუხელ ე.წ მატროსოვის ციხის დატოვების შემდეგ არ დაადასტურა ინფორმაცია, რომ მან ციხეში ვანო მერაბიშვილი და ბაჩო ახალაია მოინახულა. ლომჯარიას თქმით, ის ცოტა გაკვირვებულია, რომ კონფიდენციალური ინფორმაცია გავიდა და მას ჟურნალისტები დახვდნენ, რადგან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია კონფიდენციალური იყო. მისივე თქმითვე, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, რადგან მან სახალხო დამცველის პატიმრებთან ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა