პროკურორის განცხადებით, "რუსთავი2"-ის ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ, ნიკა გვარამიამ საკუთრებაში დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ავტომობილი მიიღო

„რუსთავი 2“-ის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას საქმის პროკურორის ზვიად გუბელაძის განცხადებით, “რუსთავი2”-ის ეთერში გაშვებული რეკლამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ საკუთრებაში დაახლოებით 300 000 ლარის ღირებულების ავტომობილი მიიღო. მისივე განცხადებით, აღნიშნული ეპიზოდის გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები.

“ფარული საგამოძიებო მოქმედებების მიზანი იყო დაგვედგინა კონკრეტული პიროვნება, ვინც სარგებლობდა აღნიშნული ავტომობილით. აღნიშნულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას თან ახლდა ოპერატიული სამძებრო მოქმედება. ეს ორი ღონისძიება ტარდება იმისთვის, რომ მიღწეული იქნეს მიზანი, რაც საგამოძიებო ორგანოს აქვს. ჩვენი მიზანი იყო დაგვედგინა “პორშეს” ტიპის ავტომობილით ვინ სარგებლობდა. გვქონდა ვარაუდი, რომ ეს იყო ნიკა გვარამიასა და მისი ოჯახის სარგებლობაში. ორი დღე მოხდა გადაღება იმის, რომ ნამდვილად მისი მეუღლე სარგებლობდა ამ ავტომობილით და მაშინვე შეწყდა გადაღება”,- განაცხადა გუბელაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო