ზაზა სარალიძე - შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და როგორ გაგცეთ საერთოდ კითხვებზე პასუხი

შთამომავალი მომიკლეს სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ კიდევ მიგინეს და როგორ გაგცეთ საერთოდ კითხვებზე პასუხი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მიხეილ კალანდიას სასამართლო სხდომის ხმაურით დატოვების შემდეგ განუცხადა.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, მისთვის 15 - წლიანი სასჯელი არაფერს ნიშნავს, რადგან თუ ამ სასჯელს მიხეილ კალანდია მოიხდის, ის შემდგომ მაინც აღმოჩნდება თავისუფალი

„რაზე მელაპარაკებით, მთელი საქართველოს კანონმა მითხრა 15 წელზე მეტს ვერ მივცემ შენი შვილის მკვლელებსო. რა მნიშვნელობა აქვს, 15 წლის მერე ხომ გამოუშვებენ. შთამომავალი, რომელიც მომიკლეს სუბელიანის და კალანდიების ოჯახმა და გუშინ კიდევ მიგინეს, ამ კითხვაზე როგორ გაგცეთ პასუხი“, - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

შეგახსენებთ, დღს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებული მიხეილ კალანდიას პროცესზე დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ დაცვის მხარეს ფოტოები შეაყარა და სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა.

იხილეთ ვიდეო: "შთამომავალი მომიკლა სუბელიანების და კალანდიების ოჯახმა, გუშინ მიგინა, რა პასუხი გინდათ?" - ზაზა სარალიძე

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ქართულმა პოლიტიკურმა სისტემამ მდგრადობა დაკარგა და გარე ჩარევის გარეშე მისი გამოსწორება შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2021
სტეპან გრიგორიანი - რუსეთი ჩქარობს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთთან შედარებით უპირატესობის მიღწევას
მინდია დავითაძე - საამაყოა, როცა WIPO-ს გენერალური დირექტორის მხრიდან დადებითად ფასდება საქპატენტის საქმიანობა
საერთაშორისო სისტემა ინტელიექსპრესი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროპულ სერვისებზე წვდომას ამარტივებს